Georgian (ქართული)Russian (CIS)English (United Kingdom)

ურქეთი

საუკეთესო ფასები!!
ალანია
ანტალია

ბელეკი

 

 

ტურის ხანგრძლოვობა 7 დღე

მარშრუტი: თბილისი - მცხეთა - გორი - უფლისციხე - გუდაური - ყაზბეგი - სიღნაღი - ყვარელი - თელავი - თბილისი

1-ლი დღე: აეროპორტში დახვედრა, სასტუმროში განთავსება.

თბილისში მცირე ექსკურსიის შემდეგ, მოვინახულებთ უნიკალურ მაღაზია-მუზეუმ ”სარჩო”-ს, სადაც გავეცნობით ქართული ღვინის დამზადებისა და ქვევრში შენახვის ტრადიციულ წესებს, შესაძლებლობა გვექნება დავაგემოვნოთ და შევიძინოთ ნატურალური ოჯახური ღვინოები.
მაღაზია-მუზეუმში, ასევე, შესაძლებელია შევიძინოთ ტრადიციული ქართული ორნამენტებით გაფორმებული სამოსი, ძველებური საბრძოლო იარაღები, ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები.
ღამისთევა თბილისში.

მე-2 დღე : თბილისი
დილით ვეწვევით სამების საკათედრო ტაძარს (XXIს.), ეს არის უდიდესი ტაძარი კავკასიაში, რომელიც გაჯერებულია შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქართული არქიტექტურული ელემენტებით. მოვინახულებთ მეტეხის ტაძარს (V-XIIIსს.). იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის კლდის პლატოზეა აღმართული, საიდანაც ძველი თბილისის ულამაზესი ხედები იშლება.

ვესტუმრებით თბილისის ერთ-ერთი უძველეს ადგილს აბანოთუბანს, რომელიც ცნობილია თავისი გოგირდის აბანოებით. აქაურ გოგირდის ცხელ წყლებთან არის დაკავშირებული ქალაქის სახელწოდება და მისი დაარსების ისტორია. აქვე ვიხილავთ მეჩეთს (XIXს.). შემდეგ ვეწვევით წავკისის წყლის ხეობაში მდებარე თბილისის ბოტანიკურ ბაღს (XIXს.), სადაც წარმოდგენილია უნიკალური ფლორის 3500-მდე სახეობა.
შემდეგ ავუყვებით მთის ფერდობს და მოვინახულებთ დედაქალაქის თავზე ამაყად მდგარ უძველეს ციტადელს - ნარიყალას (VIს.), საიდანაც მთელი თბილისის ულამაზესი ხედები ხელის გულზეა გადაშლილი.
შემდგომ ვიხილავთ სომხურ (XVIIIს.), კათოლიკურ (XIXს.) და ზოროასტრულ (ათეშგა Vს.) ტაძრებს, ასევე, ებრაელების სალოცავს - სინაგოგას (XXს.). რის შემდეგომ გავივლით შარდენის ქუჩაზე. ძველ თბილისში მდებარე ამ პატარა საფეხმავლო ქუჩაზე განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები და კაზინო.

საღამოს ვესტუმრებით მთაწმინდის პარკს (800 მ.), სადაც მრავალი ატრაქციონი და ევროპული დონის გასართობი ცენტრია განთავსებული, იგი თბილისის ყველაზე მაღალ ადგილზეა გაშენებული, საიდანაც დედაქალაქის ულამაზესი პანორამაა გადაშლილი. აქვეა აღმართული თბილისის სატელევიზიო ანძა.
ღამისთევა თბილისში.

მე-3 დღე:
დილიდან გავემგზავრებით საქართველოს უძველეს ქალაქ მცხეთაში, რომელიც V-საუკუნემდე საქართველოს დედაქალაქი იყო. იგი გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
თავდაპირველად, მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (VIს.), რომელიც მცხეთის პირდაპირ, კლდოვანი მთის წვერზეა აღმართული.
შემდეგ ვეწვევით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს (VI-XIსს.), რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა, იგი ქართული ეკლესიის სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლოდაა მიჩნეული. სვეტიცხოველში დაფლულია უფალი იესო ქრისტეს კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. აქ პირველი ტაძარი მირიან მეფეს ჯერ კიდევ IV საუკუნეში წმინდა ნინოს რჩევით აუშენებია.
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ქალაქ გორში, რომელიც დაარსებულია საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ. დავათვალიერებთ სტალინის სახლ-მუზეუმს.

ქალაქ გორიდან 10-კილომეტრში, მდინარე მტკვარის ნაპირას, მოვინახულებთ კლდეში ნაკვეთ ანტიკური ხანის ნაქალაქარს, უფლისციხეს, რომელიც ძველ საქარავნო გზაზე მდებარეობს და კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ქალაქში მრავლადაა კლდეში ნაკვეთი ქუჩები, დარბაზები, სათავსები, გვირაბები, წყალსადენი და წყალსაწრეტი არხების ქსელები. აქვეა აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა (IX-X სს.).
უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
საღამოს გავემგზავრებით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის (2200მ) მიმართულებით.
ღამისთევა გუდაურში.


მე-4 დღე : გუდაური - ყაზბეგი -თბილისი

შემდეგ გავემგზავრებით დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მიმართულებით.
გზად მოვინახულბთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც მდინარე არაგვის პირასაა აღმართული და ამაყად გადმოჰყურებს ჟინვალის ულამაზეს წყალსაცავს.
სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგეტის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.
შემდგომ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს.
ვესტუმრებით სოფელ სნოს, სადაც დავათვალიერებთ მდინარის პირას კლდოვან გორაკზე აღმართულ სნოს ციხეს (XVIს.) და ახლადაშენებულ ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარს ხოლო შემდგომ ჟინვალის წყალსაცავის გავლით დავბრუნდებით თბილისში.

ღამისთევა თბილისში.

მე-5 დღე: თბილისი -სიღნაღი -ყვარელი - თელავი
დილიდან გავემგზავრებით საგარეჯოში სადაც მოვინახულებთ ნინოწმინდის მონასტერს (VI სს.). ნინოწმინდა ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია, მცხეთის სვეტიცხოვლის შემდეგ. იგი უფრო ძველია ვიდრე მცხეთის ჯვრის მონასტერი. გადმოცემის თანახმად წმინდა ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და ტაძარიც მის საპატივსაცემოდ აშენდა. დღეს იგი მოქმედი დედათა მონასტერია.
შემდეგ ვეწვევით ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერს (IV-XIIსს.), რომელიც სიღნაღიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით სოფელ ბოდბეში მდებარეობს. ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, ქართველთა განმანათლებელის წმ. ნინოს საპატივსაცემოდ. წმიდანი ბოდბეში გარდაიცვალა და აქვეა დასაფლავებული. აქ ხდებოდა კახთა მეფეების მეფედ კურთხევა. მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს, მის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის და კვიპაროსის ხეები იზრდება.
მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული სასწაულმოქმედი წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.
ვესტუმრებით სიყვარულის ქალაქ სიღნაღს, გავისეირნებთ მის ქუჩებში, დავათვალიერებთ ქალაქის ღისშესანიშნაობებს, მუზეუმსა და ადგილობრივ ღვინის მარნებს.

სიღნაღის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქს გარს აკრავს უზარმაზარი ქვის გალავანი, იგი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედებს.
ყვარელში დავათვალიერებთ ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმებს, ვესტუმრებით ღვინის ქარხანას, სადაც ინახება ამ რეგიონში დამზადებული უნიკალური ღვინოები. დავაგემოვნებთ “ქინძმარაულსა” და სხვა ტრადიციულ კახურ ღვინოებს, აქვე შესაძლებლობა გვექნება დავესწროთ კახური შოთის გამოცხობის პროცესს, ჩურჩხელის დამზადებისა და მწვადის შეწვის მასტერ-კლასებს.

ღამისთევა თელავში.

მე-6 დღე: თელავი -თბილისი
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ კავკასიის მთების ფონზე ამაყად აღმართულ ალავერდის საკათედრო ტაძარს (VI-XIს.). ტაძრის სიმაღლე 50 მეტრს აღწევს და გარშემორტყმულია მასიური ქვის გალავნით.
აქედან გავემგზავრებით ციხე-ქალაქ გრემში (XVIს.), რომელიც შუასაუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. შემდეგ მოვინახულებთ ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს (IVს.), იგი მაღალი მთის ფერდობზე მდებარეობს, საიდანაც ალაზნის ველის ულამაზესი ხედები იშლება.
შემდგომ მოვინახულებთ კახთა მეფის, ერეკლე II –ის (1720 -1798 ) სახლმუზეუმს თელავში. სადაც დაცულია ნუმიზმატიკის, ადრეფეოდალური და გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა.
ხოლო შემდეგ კი ვესტუმრებით წინანდალს, სადაც ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ცნობილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაარსა საქართველოში პირველი ღვინის ქარხანა. შემდეგ დავათვალიერებთ ცნობილი ქართული ღვინოების კოლექციას, რომელთა შორისაა 1814 წლით დათარიღებული ღვინო.

დღის ბოლოს მოვინახულებთ ძველი (V ს.) და ახალი შუამთის (XVI ს.) მონასტრებს, რომლებიც ტყით დაფარულ მთებს შუა, ვაკე ადგილას მდებარეობს, აქედან გომბორის უღელტეხილის გავლით გავემგზავრებით თბილისში, გზად ვნახავთ უჯარმის ციხეს (III-IV სს.).
ღამისთევა თბილისში.

მე-7 დღე : თბილისი
სუვენირების შეძენა. აეროპორტში ტრანსფერი, სამშობლოში გამგზავრება.




ტურის ღირებულება ჯგუფის თითოეულ წევრზე:

                                          სტანდარტული პაკეტი 

ჯგუფში

2-კაცი

4-კაცი

6-კაცი

10-კაცი

15-კაცი

ლარი

1687

1182

935

775

675




 

 

                                          სტანდარტ-პლუს პაკეტი

ჯგუფში

2-კაცი

4-კაცი

6-კაცი

10-კაცი

15-კაცი

ლარი

2357

1885

1605

1420

1350






 

VIP

ჯგუფში

2-კაცი

4-კაცი

6-კაცი

10-კაცი

15-კაცი

ლარი

5547

4576

4133

3789

3609




 

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  • სასტუმროში განთავსება
  • პროფესიონალი გიდი
  • სატრანსპორტო მომსახურება

 


ყურადღება!!!

ტურის დაჯავშნის შემთხვევაში შესაძლებელია ფასების ცვლილება მომხმარებლის სურვილისა და მოთხოვნების მიხედვით.



 საკონტაქტო ინფორმაცია:

tel.:  +995 322 99 84 33
        + 995 790 99 05 50
        + 995 571 33 40 12
E-mail:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს    
Skype: touristtour.ge
http://www.touristtour.ge

 

ტური ფშავ–ხევსურეთში
ხანგრლივობა: 2 დღე
მარშრუტი: ფშავ–ხევსურეთი
ფასი: 67ლარი
ტური ყაზბეგში
ხანგრლივობა : 1 დღე
მარშრუტი: ყაზბეგი
ფასი: 40 ლარი
ტური სვანეთში
ხანგრლივობა: 3 დღე
მარშრუტი: სვანეთი
ფასი: 265 ლარი
ტური თუშეთში
ხანგრლივობა: 2-3დღე
მარშრუტი: თუშეთი
ფასი: 180 ლარი