|
კახეთი
კახეთი - მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, აღმოსავლეთ საქართველოში. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
ტერიტორიის ფართობი – 11, 379 ათას კმ2, მოსახლეობა - 409, 551 ათასი ადამიანი ადმინისტრაციული ცენტრი – თელავი. მანძილი თბილისიდან - 170 კმ. კახეთის რაიონები - ახმეტა, თელავი, საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი. ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული კუთხე - თუშეთი კლიმატი : ჰავა ზომიერად თბილი. ბუნება : კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, კავკასიონის თოვლიანი მთები და მწვერვალები (3300-4500 მ.), სუბალპური მდელოები, მარადმწვანე ტყეები და ნახევრადუდაბნო ველები. ცხოველები : კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ირემი, შველი, გარეული ღორი, ფოცხვერი, მგელი, მურა დათვი... ფრინველები : მთის და ველის არწივი, შევარდენი, კავკასიური როჭო, ხოხობი, დურაჯი, გნოლი, კაკაბი... ტბები და მდინარეები : ალაზანი, იორი, ილტო, ლოპოტას ტბა, ყვარლის ტბა. მინერალური წყლები, სამკურნალო კურორტები : სამკურნალო ტალახი ახტალა. დღესასწაულები : ალავერდობა, ილიაობა, ფიროსმანობა, ქეთევანობა, ერეკლეობა, ყეინობა, თუშეთობა, ზეზვაობა, ქაქუცაობა. ტურის სახეობები : ღვინის ტური, სათავგადასავლო, კულტურული, რელიგიური, სანადირო, ჯიპ-ტური, ფოტო ნადირობა, კულინარიული. სამზარეულო და სუფრის ტრადიციები : კახური შოთი, გუდის ყველი, მწვადი, ხინკალი, ჩაქაფული, ხაშლამა, ჩურჩხელა, გოზინაყი. ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, მწვანე. სუვენირები : ნაბდის ქუდი, ნაბადი, კერამიკა. დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები : ლაგოდეხის, ბაწარა-ბაბანურის, ვაშლოვანის, თუშთის. მოსანახულებელი ადგილები : მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სიღნაღში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში , ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი თელავში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ყვარელში, ღვინის მარნები, ვენახები. ეკლესია–მონასტრები, ციხესიმაგრეები : ► ალავერდის საკათედრო ტაძარი (XI ს.); ► ძველი და ახალი შუამთის მონასტრები (V-XVII სს.); ► უჯარმის ციხე-ქალაქი (IV ს); ► გრემის მთავარანგელოზის ტაძარი (XVI ს.); ► დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი (VI ს.); ► ნეკრესის სამონასტრო ანსამბლი (IV-IX სს.); ► ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი (IV – XI); ►ნინოწმინდის წმ. ნინოს მონასტერი (XI ს.); ► კვეტერა (XI საუკუნის შუაწლები); ► იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (XI-XII სს.); ► მატნის ცხრაკარის მონასტერი (V ს.); |
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 299 84 33; +995 790 99 05 50; +995 571 33 40 12 E-mail: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს Facebook: http://www.facebook.com/TourOperatorTouristTour Skype: touristtour.ge
|

















