Georgian (ქართული)Russian (CIS)English (United Kingdom)

Tours
in Europe
England
Spain
France
Czech
In Turkey

The best prices!!
Alania
Antalia
Belek

 

რეგიონები
თბილისი
მცხეთა
აჭარა
გურია
თუშეთი
იმერეთი
კახეთი
მთიულეთი
რაჭა
სამეგრელო
სამცხე–ჯავახეთი
სვანეთი
ფშავ–ხევსურეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
ხევი–ყაზბეგი
კომპლექსები
სამების ტაძარი
სვეტიცხოველი
სამთავროს მონასტერი
ბაგრატის ტაძარი
გელათის ეკლესია
მოწამეთა
გერგეტის სამება
თბილისის სიონი
მეტეხი
ნარიყალა
აბანოთუბანი
ანჩისხატი
ქაშვეთის ტაძარი
მამადავითის ტაძარი
ალავერდის მონასტერი
იყალთოს აკადემია
შუამთა
უჯარმა
კვეტერა
ნეკრესის მონასტერი
გრემი
დავით გარეჯა
ბოდბის მონასტერი
ნინოწმინდის მონასტერი
ჯვრის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი
შიომღვიმის მონასტერი
მარტყოფის მონასტერი
ატენის სიონი
სამთავისის ტაძარი
უფლისციხე
გორის ციხე
ვარძია
რაბათის ციხე
საფარა
ბატონის ციხე
სურამის ციხე
სნოს ციხე
ანანურის კომპლექსი
შატილი
მუცო
დართლო
ნიკორწმინდა
მარტვილის კომპლექსი
მესტია
უშგული
ბეთანია
ბოლნისის სიონი
დმანისის სიონი
ყინწვისის მონასტერი
ხერთვისის ციხე
კესელოს ციხე
გიონიოს ციხე
პეტრას ციხე
კაცხის ციხე
თ ბ ი ლ ი ს ი ს    ს ი ო ნ ი ს    ს ა კ ა თ ე დ რ ო    ტ ა ძ ა რ ი

 

ძეგლის სრული სახელწოდება: სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (VI-VII სს.).

ძეგლის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები: გალავანი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარი, ორი სამრეკლო.

მდებარეობა: თბილისის სიონი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან ზემო კალაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ქუჩა # 4–ში.

ისტორია: გადმოცემის მიხედვით, პირველი ეკლესია ამ ადგილას V საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. ერთი ასწლეულის შემდეგ კი, 570-580-იან წლებში, ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის სურვილით, ამავე ადგილას ახალი ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ უმნიშვნელოვანესი სალოცავის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ერისმთავრები და ქალაქის მოსახლეობა. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს მმართველობის პერიოდში – 620-იან წლებში დასრულდა. გადმოცემის თანახმად, გუარამი და ადარნასე აქ არიან დაკრძალულები. 
ტაძარი მრავალჯერ დაუნგრევია და დაურბევია მტერს. ამიტომ თავდაპირველი სახით შენობა არ შემოგვრჩა. სავარაუდოდ, იგი საფუძვლიანად განაახლეს დავით IV აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების (1122 წლის) შემდეგ.
1226 წელს, როცა ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით, სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა ჯალალ-ედ-დინი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის. ნაგებობა მალევე შეაკეთეს. 1386 წელს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა. XV საუკუნეში იგი იგი მეფე ალექსანდრე I-მა განაახლებინა.

1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები. 
1657 წელს, როსტომ ხანის მმართველობის პერიოდში, ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო (ეგვტერი) მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა; ხელახლა მოახატვინა და მოართვევინა ჯვრის მკლავები და კარიბჭე. როსტომ ხანს სიონის მიწაზე ქარვასლა აუშენებია და მისი შემოსავლიდან ყოველწლიურად ას მარჩილს სწირავდა ტაძარს. 

1668 წლის მიწისძვრამ განახლებული ნაგებობა კვლავ დააზიანა. 1710 წელს ვახტანგ VI-მ ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.

1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი-ყული-ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანს თბილისის მმართველის ისაყ-ფაშასთვის სიონის ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანებია. თბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით, თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ძღვნის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერი სამღვდელოება 1795 წლამდე ყოველწლიურად, თომას კვირიაკეს შაბათს წირვას აღავლენდა გივი ამილახვრისა და მისი შთამომავლობის სახელზე. ეს ტრადიცია 1899 წელს კვლავ აღადგინეს.
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისის დარბევისას არც სიონის ტაძარი დაინდო. XIX საუკუნეში ნაგებობა რამდენჯერმე შეაკეთეს: საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს „რემონტი“ ჩაუტარა, 1803 წელს ეკლესია მოიხატა. 1850-60 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა საქართველოში, სიონი ახლიდან მოხატა. 1978-79 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ. 

1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა.
1978-79 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ ინტენსიურად წარიმართა სიონის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. 1980-1983 წლებში ეკლესიის პერანგი ნაწილობრივ განაახლეს; სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. (პროექტის ავტორი: არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე).

ლეგენდა: გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები – ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი.

ეს საინტერესოა: სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 

სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერად იწოდება. 
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. ტაძარში ასევე ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა. 

სიონის ტაძარში, კანკელის სამხრეთით, კედელში, წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია VI ს-ში მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშტი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890). 

გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. 

სიონშია დასვენებული ქართული ეკლესიის რამდენიმე გამორჩეული ხატი: მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების“, წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 299 84 33; +995 790 99 05 50; +995 571 33 40 12

Facebook: http://www.facebook.com/TourOperatorTouristTour

E-mail:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  

http://www.touristtour.ge

Skype: touristtour.ge

 

Tour in Pshav-khevsureti
Duration : 2 days
Destination: Pshav-Khevsureti
Price: 110 Euro
Tour in Kazbegi
Duration : 1 day
Destination: Kazbegi
Price: 30 Euro
Tour in Svaneti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi - Zugdidi - Place
Price: 145 Euro
Tour in Tusheti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi, Kakheti, Tusheti
Price: 256 Euro