Georgian (ქართული)Russian (CIS)English (United Kingdom)

Tours
in Europe
England
Spain
France
Czech
In Turkey

The best prices!!
Alania
Antalia
Belek

 

რეგიონები
თბილისი
მცხეთა
აჭარა
გურია
თუშეთი
იმერეთი
კახეთი
მთიულეთი
რაჭა
სამეგრელო
სამცხე–ჯავახეთი
სვანეთი
ფშავ–ხევსურეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
ხევი–ყაზბეგი
კომპლექსები
სამების ტაძარი
სვეტიცხოველი
სამთავროს მონასტერი
ბაგრატის ტაძარი
გელათის ეკლესია
მოწამეთა
გერგეტის სამება
თბილისის სიონი
მეტეხი
ნარიყალა
აბანოთუბანი
ანჩისხატი
ქაშვეთის ტაძარი
მამადავითის ტაძარი
ალავერდის მონასტერი
იყალთოს აკადემია
შუამთა
უჯარმა
კვეტერა
ნეკრესის მონასტერი
გრემი
დავით გარეჯა
ბოდბის მონასტერი
ნინოწმინდის მონასტერი
ჯვრის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი
შიომღვიმის მონასტერი
მარტყოფის მონასტერი
ატენის სიონი
სამთავისის ტაძარი
უფლისციხე
გორის ციხე
ვარძია
რაბათის ციხე
საფარა
ბატონის ციხე
სურამის ციხე
სნოს ციხე
ანანურის კომპლექსი
შატილი
მუცო
დართლო
ნიკორწმინდა
მარტვილის კომპლექსი
მესტია
უშგული
ბეთანია
ბოლნისის სიონი
დმანისის სიონი
ყინწვისის მონასტერი
ხერთვისის ციხე
კესელოს ციხე
გიონიოს ციხე
პეტრას ციხე
კაცხის ციხე
მ ა მ ა დ ა ვ ი თ ი ს     ტ ა ძ ა რ ი

 

ძეგლის სრული სახელწოდება: მამადავითის ფერისცვალების სახელობის ტაძარი (XIX ს.).

ძეგლის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები: ეკლესია, სამრეკლო.

მდებარეობა: მდებარეობს თბილისში, მთაწმინდის შუაწელზე.

ისტორია: ტაძრის ისტორია უკავშირდება VI საუკუნეში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსული ათცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთს დავით გარეჯელს. გადმოცემის თანახმად VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა დავით გარეჯელი. მას შემდეგ რაც მამა დავითმა თბილისი დატოვა და გარეჯში დაემკვიდრა, ამ ადგილას დარჩა სალოცავი. მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერტა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული. ტაძრისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. ასეთი სახით ეკლესიამ 1857 წლამდე იარსება. რომლის შემდეგად გადაწყდა ძველი ტაძრის მაგივრად უფრო დიდი ზომის ტაძარი აეშენებინათ და თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი. ტაძრის მშენებლობა უსახსრობის გამო ძალლზედ გაჭიანურდა, რომლის გამო ახალი ტაძრისათვის ანჩისხატის კანკელის დადგმა გადაწყდა. წმ. დავით გარეჯელის სახელობის ანუ მამადავითის ეკლესიას საძირკველი 1859 წლის 22 სექტემბერს ხოლო იკურთხა 1871 წლის 22 სექტემბერს ეგზარხოს ევსევის მიერ. ტაძარს გუმბათი ექვსი წლის შემდეგ 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა დაადგმევინა. მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო. ტაძრის მახლბლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო. 1889 წელს ტაძარი მოიხატა იოსების ვაჟის ზაქარია გრიგორაშვილის წინამძღვრობის პერიოდში. 1891 წელს ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო საქალებო სკოლა.

1830-1870 წლებში აქვე ცხოვრობდნენ მონაზვნები დედა სალომე (ფორაქიშვილი), დედა ანასტასია (კობიაშვილი) და დედა ნინო (ახვლედიანი) რომელთა დაუღალავი შრომით აშენდა ეჯკლესიის გალავანში საცხოვრისები. დასაფლავებულნი არიან იქვე

ეს საინტერესოა: ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მამადავითობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება.

1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 299 84 33; +995 790 99 05 50; +995 571 33 40 12

Facebook: http://www.facebook.com/TourOperatorTouristTour

E-mail:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  

http://www.touristtour.ge

Skype: touristtour.ge

 

Tour in Pshav-khevsureti
Duration : 2 days
Destination: Pshav-Khevsureti
Price: 110 Euro
Tour in Kazbegi
Duration : 1 day
Destination: Kazbegi
Price: 30 Euro
Tour in Svaneti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi - Zugdidi - Place
Price: 145 Euro
Tour in Tusheti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi, Kakheti, Tusheti
Price: 256 Euro