Georgian (ქართული)Russian (CIS)English (United Kingdom)

ურქეთი

საუკეთესო ფასები!!
ალანია
ანტალია

ბელეკი

 

 

რეგიონები
თბილისი
მცხეთა
აჭარა
გურია
თუშეთი
იმერეთი
კახეთი
მთიულეთი
რაჭა
სამეგრელო
სამცხე–ჯავახეთი
სვანეთი
ფშავ–ხევსურეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
ხევი–ყაზბეგი
კომპლექსები
სამების ტაძარი
სვეტიცხოველი
სამთავროს მონასტერი
ბაგრატის ტაძარი
გელათის ეკლესია
მოწამეთა
გერგეტის სამება
თბილისის სიონი
მეტეხი
ნარიყალა
აბანოთუბანი
ანჩისხატი
ქაშვეთის ტაძარი
მამადავითის ტაძარი
ალავერდის მონასტერი
იყალთოს აკადემია
შუამთა
უჯარმა
კვეტერა
ნეკრესის მონასტერი
გრემი
დავით გარეჯა
ბოდბის მონასტერი
ნინოწმინდის მონასტერი
ჯვრის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი
შიომღვიმის მონასტერი
მარტყოფის მონასტერი
ატენის სიონი
სამთავისის ტაძარი
უფლისციხე
გორის ციხე
ვარძია
რაბათის ციხე
საფარა
ბატონის ციხე
სურამის ციხე
სნოს ციხე
ანანურის კომპლექსი
შატილი
მუცო
დართლო
ნიკორწმინდა
მარტვილის კომპლექსი
მესტია
უშგული
ბეთანია
ბოლნისის სიონი
დმანისის სიონი
ყინწვისის მონასტერი
ხერთვისის ციხე
კესელოს ციხე
გიონიოს ციხე
პეტრას ციხე
კაცხის ციხე
რ ა ბ ა თ ი ს    ც ი ხ ე

 

ძეგლის სრული სახელწოდება: რაბათის ციხესიმაგრე.  (XIII-XIV სს.).

ძეგლის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები: ახალციხის მფლობელთა ყოფილი ციხე–სასახლე, ძველი აბანო, მუზეუმი.

მდებარეობა: მდებარეობს ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთში.

ისტორია: IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელი ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სხვა სახელი - ლომსია უნდა რქმოდა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.

ქალაქი მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქაა ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდებზეა შეფენილი.

ახალციხე XIII – XIV საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, ახალციხე სამცხის მთავართა (ჯაყელთა) საჯდომი და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ ხანებში დაიწყო, როცა საქართველოს მთლიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ. სამცხე-საათაბაგოს და კერძოდ, ახალციხის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა მომძლავრებულ თურქეთთან მეზობლობა. თავისი არსებობის მანძილზე ახალციხეს ბევრი ჭირ-ვარამი გამოუვლია, მას არა ერთხელ გაუძლია დამპყრობთა შემოსევისათვის, ბევრჯერ აოხრებულა კიდეც მათგან.

პირველად თემურ-ლენგი უტევს ახალციხეს (1393 წელს). 1486 წელს იაყუბ ყაენმა „...უბრძანა ლაშქარსა... რათა ჩაუდგეს სამცხეს... მათ იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა და... მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქს ახალციხისა... გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი...“

მიუხედავად თავდასხმისა და რბევა-ოხრებისა, ახალციხეში, უეჭველია, მშენებლობა მაინც არ ჩამკვდარა. მშვიდობიანი პერიოდები მაინც საკმაოდ ხანგრძლივი იყო ხოლმე. ციხე-სიმაგრისა და ათაბაგთა სასახლის გარდა, აქ ეკლესიები და სავაჭრო დაწესებულებათა მოზრდილი შენობებიც იქნებოდა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს ძველი შენობები ერთიანად განადგურდა, ან ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. არ გადარჩენილა ადრინდელი საცხოვრებელი სახლებიც, გადარჩა მხოლოდ შედარებით გვიან აგებული, მაგრამ ძალიან ძველი ტიპის, საცხოვრებლები, ე. წ. დარბაზები.

1590 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა. მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში, 1628 წლიდან კი ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბეგები ინიშნებიან.

თურქები ახალციხეში უმთავრესად სათავდაცვო მშენებლობას აწარმოებდნენ. მათ უკვე 1586 თუ 1587 წელს შეაკეთეს ქალაქის სიმაგრე; საფიქრებელია, რომ შეშდეგშიაც აშენებდნენ ციხის ცალკეულ ნაწილებს. 1752 წელს ახალციხის ფაშამ, ჰაჯი ახმედმა, ციხეში ააგო მეჩეთი.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ბატონიშვილი ვახუშტი ახალციხის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: „...არს ახალციხე ქალაქი ფერსათის მთის კერძოთ ჩამოსულს კლდესა ზედა... ხოლო ქალაქი არს მოზღუდვილი ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით... ჰავითა არს მშვენი, ზამთარს ცივი და თოვლიანი, ზაფხულს არა ეგდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა მუნ, რომელსა უწოდებენ საქართველოსანი კვალად ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო“.

XVIII საუკუნის მიწურულში (1795 წელს) ახალციხეში გზად გიარა ერეკლე II-ს დავალებით ინდოეთს მიმავალმა რაფიელ დანიბეგაშვილმა. იგი რამდენიმე დღე დარჩენილა იქ, მაგრამ ვერაფერი უნახავს ,,ისეთი, რაიც ღირსი ყოფილიყო ყურადღებისა. ქალაქს გარემოცულობა დიდი არა აქვს, თვალწარმტაცი შენობები მასში სრულიად არ არის, მცხოვრებნი საშუალო შეძლებისანი არიან. მთავარი საქმიანობა მათი არის მეხილეობა; ხილით ქალაქი მდიდარიაო", - წერს დანიბეგაშვილი.

მეორე იმდროინდელი მოგზაურის - რუისის მიტროპოლიტის იონას - ნაწერი მოწმობს, რომ ახალციხეში, მიუხედავად იმისა, რომ სამცხის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებით იყო გამაჰმადიანებული, მაინც არსებობდა მოქმედი მართმადიდებლური ეკლესია (იონა ახალციხეში XVIII საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში იყო).

XIX საუკუნის დასაწყისიდანვე, როცა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რუსული ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა ახალციხის საფაშოს (განსაკუთრებით კი თვით ციხე-სიმაგრე ახალციხის) შემოერთების საკითხი. ახალციხის შემოერთების გარეშე საქართველოს, განსაკუთრებით კი საფაშოს მეზობელ კუთხეებს, მოსვენება ვერ ეღირსებოდა.

ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა.

რუსებმა ახალციხის აღება 18 წლის შემდეგ - 1828 წელს შეძლეს. 1829 წელს თურქებმა სცადეს ახალციხე უკანვე დაებრუნებინათ, მათ ალყა შემოარტყეს ქალაქს, მაგრამ დამარცხდნენ.

1829 წლის სექტემბერში, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს დაუბრუნა ახალციხის საფაშოს ნაწილი. ქალაქი ახალციხე კვლავ საქართველოს შემოუერთდა.

რაბათში განსაკუთრებით საყურადღებოა ძველებური „დარბაზები“. დარბაზი ქართული ხალხურის საცხოვრებლის უძველესი ტიპია. ერთ რომაელ ავტორს ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქვს აღწერილი ამგვარი საცხოვრებელი საქართველოში. დარბაზია დამახასიათებელია ოთახის გადახურვა ე. წ. გვირგვინით, რომელიც ხის კოჭების თავისებური განლაგებით კეთდება. გვირგვინი ქვემოდან ზემოთკენ პირამიდულად ვიწროვდება (ყოველი ზემო საფეხური ქვემოსთან შედარებით გადმოშვერილია), ხოლო სულ ზემოთ დატოვებული აქვს სარკმელი. ქართული დარბაზების ხუროთმოძღვრული დამუშავება, მისი მორთულობა (ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და სხვა). ჩვენი ძველი ოსტატების დიდ დახელოვნებას, ქართველი ხალხის ფაქიზ მხატვრულ გემოვნებას მოწმობს.

ახალციხის რაბათში მესხური დარბაზების საუკეთესო ნიმუშები არსებობდა. რაბათისაგან დარჩენილია აბანო და რამოდენიმე შენობის ნანგრევები, ხოლო ციხე მაღალ, კლდოვან მასივზე ყოფილა დაშენებული. ციტადელი მაღლობზე აღმოსავლეთითაა გაშენებული და ქვედა დიდ ეზოს უერთდება დიდი განიერი კიბით, რომელსაც იცავდა შუაზე მდგარი ნახევარცილინდრული დიდი კოშკი. მის კედლებზე და მიმდებარე გალავანზე გამოყენებულია დაუდგენელი ეკლესიის ფრაგმენტები. მათ შორის გამოირჩევა ჯვარი წარწერით.

ციტადელის გალავანს განიერი ბილიკი აუყვება. იქვე მდგარი კოშკის ბანზე სწორკუთხა განიერი ქონგურებია (ასეთივეა ხერთვისის გალავანზეც). ეს ქონგურები თურქულია.

ციხის მაღალი ნაწილის ტერიტორია კედლებითაა დახლართული და მრავალი სხვადასხვა სახის ნაგებობაა ჩადებული. აქვეა დიდი გვირაბი, რომელიც მდინარის გაღმაც კი მიდიოდა. მეჩეთის ქვემოთ, მთავარი შემოსასვლელი ყოფილა. აქ ორმაგ კედლებს შორის ჭიშკარიც.

ახალციხეში, ციხისა და მის შიგნით დარჩენილ ცალკეულ ნაგებობათა გარდა, მაინცდამაინც ძველი ძეგლები არაა დარჩენილი. წმ. მარინეს ძველი ეკლესია (რაბათში) 1865 წელს ხელმეორედ აშენდა. ძველი შენობის მოჩუქურთმებული ქვები ახალი შენობის კედლებშია ჩატანებული. სხვა ეკლესიები XIX საუკუნისაა.

ქალაქის ახალ ნაწილში (ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე) ყურადღებას იპყრობს ძველებური სახლები (ზოგი ას წელზე მეტი ხნისაც იქნება) რომლებიც ერთბაშად გამოირჩევა ბანიანი სახურავებით. ეს სახლები ერთსართულიანია, დაბალი, კედლები თავისებური კონსტრუქციისა: კედლის ჩონჩხად ხის დგარები და კოჭებია, ხოლო მათ შუა მანძილი უხეშად გათლილი ქვითაა ამოვსებული. კარნიზი ზოგიერთ სახლს აგურისა აქვს, ხერხულა, ისეთი, როგორც ძალიან გავრცელებული იყო XVI-XVIII საუკუნეებში.

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 299 84 33; +995 790 99 05 50; +995 571 33 40 12

Facebook: http://www.facebook.com/TourOperatorTouristTour

E-mail:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  

http://www.touristtour.ge

Skype: touristtour.ge

 

ტური ფშავ–ხევსურეთში
ხანგრლივობა: 2 დღე
მარშრუტი: ფშავ–ხევსურეთი
ფასი: 67ლარი
ტური ყაზბეგში
ხანგრლივობა : 1 დღე
მარშრუტი: ყაზბეგი
ფასი: 40 ლარი
ტური სვანეთში
ხანგრლივობა: 3 დღე
მარშრუტი: სვანეთი
ფასი: 265 ლარი
ტური თუშეთში
ხანგრლივობა: 2-3დღე
მარშრუტი: თუშეთი
ფასი: 180 ლარი