Georgian (ქართული)Russian (CIS)English (United Kingdom)

Tours
in Europe
England
Spain
France
Czech
In Turkey

The best prices!!
Alania
Antalia
Belek

 

რეგიონები
თბილისი
მცხეთა
აჭარა
გურია
თუშეთი
იმერეთი
კახეთი
მთიულეთი
რაჭა
სამეგრელო
სამცხე–ჯავახეთი
სვანეთი
ფშავ–ხევსურეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
ხევი–ყაზბეგი
კომპლექსები
სამების ტაძარი
სვეტიცხოველი
სამთავროს მონასტერი
ბაგრატის ტაძარი
გელათის ეკლესია
მოწამეთა
გერგეტის სამება
თბილისის სიონი
მეტეხი
ნარიყალა
აბანოთუბანი
ანჩისხატი
ქაშვეთის ტაძარი
მამადავითის ტაძარი
ალავერდის მონასტერი
იყალთოს აკადემია
შუამთა
უჯარმა
კვეტერა
ნეკრესის მონასტერი
გრემი
დავით გარეჯა
ბოდბის მონასტერი
ნინოწმინდის მონასტერი
ჯვრის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი
შიომღვიმის მონასტერი
მარტყოფის მონასტერი
ატენის სიონი
სამთავისის ტაძარი
უფლისციხე
გორის ციხე
ვარძია
რაბათის ციხე
საფარა
ბატონის ციხე
სურამის ციხე
სნოს ციხე
ანანურის კომპლექსი
შატილი
მუცო
დართლო
ნიკორწმინდა
მარტვილის კომპლექსი
მესტია
უშგული
ბეთანია
ბოლნისის სიონი
დმანისის სიონი
ყინწვისის მონასტერი
ხერთვისის ციხე
კესელოს ციხე
გიონიოს ციხე
პეტრას ციხე
კაცხის ციხე
მ ა რ ტ ვ ი ლ ი ს    კ ა ნ ი ო ნ ე ბ ი

ძეგლის სრული სახელწოდება: მარტვილის კანიონები.

მდებარეობა: მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილში.

ისტორია: სოფლის სახელის (სადაც დინოზავრის ნაკვალევი იქნა აღმოჩენილი) – გაჭედილის (მეგრულად გოჭკადირი) გაგონება ბევრ ადამიანში ღიმილს იწვევს. როგორც ამბობენ, XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს. სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი.

მდინარე აბაშა ეგრისის მთაგრეხილის გულში იბადება. სათავის სიმაღლე ზღვის დონიდან 389 მეტრია და მთის მდინარედ იწოდება. რაჩხის მთებიდან, 60 მეტრის სიმაღლის, შიშველი კლდის გულიდან გადმოჩქეფს, ვიწროებში მიედინება და სოფლის ბოლომდე ულამაზეს ხეობას ქმნის. მდინარის სათავესთან, სოფელ ბალდაში არის მოთენას მღვიმეც. ადგილობრივთა გადმოცემით, შუა საუკუნეებში მღვიმეს სამხედრო-თავდაცვითი მიზნით იყენებდნენ.

მღვიმის შესასვლელში ქვითკირის კედელია ამოშენებული, კარიც აქვს, თავზე სარკმლით. მღვიმის ბოლოში 2 მეტრი სიღრმისა და 15-20 მეტრის სიგრძის ტბაა. მღვიმეში ადგილობრივ მოსახლეს ადამიანის თავის ქალა და უზარმაზარი ძვლები უპოვია. გარდა ამისა, იქ კიდევ უფრო ადრინდელი, ქვის ხანის ნასახლარებია – ორი კულტურული ფენა. ასევე ქვის ხანის ადამიანების ქვის იარაღები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძველად ადამიანები ამ ადგილებს საცხოვრებლად იყენებდნენ, შემდეგ კი ჩვენს წინაპრებს ციხესიმაგრედ და სამალავად გამოუყენებიათ.

მოთენას მღვიმე ორი დარბაზისგან შედგება. მღვიმიდან გამომავალი წყლის ნაკადი მდინარე აბაშას უერთდება. წყლის დინება ძალიან ჩქარია. სოფელ ბალდის მთიან ორწოხებში მომწყვდეული მდინარე ოფუცხოლეს ღრმულში მრავალ ჩანჩქერად ვარდება. აბაშისპირეთი, შესართავიდან დაწყებული, გაჭედილ-ბალდის მთიანი ვიწროებით, რაჩხის გულამდე, ისტორიულად ჭყონდიდელთა ერთიან სამწყსოს შეადგენდა და ამიტომ საჭყონდიდოს სახელსაც ატარებდა.

თავად ოფუცხოლეს სახელის წარმოშობაც საინტერესოა – ფუცხოლი მეგრული სიტყვაა და ქართულად ფაციფუცს ნიშნავს. ოფუცხოლეს სოფელ ინჩხურსა და გაჭედილს შორის არსებულ, აბაშის ხეობის ულამაზეს ადგილს უწოდებენ, სადაც ჩანჩქერები ჩამოდის. წინათ აქ გაუვალი ტყე და საშიში ადგილი ყოფილა. ყაჩაღები აქ მგზავრებს უსაფრდებოდნენ და თავს ესხმოდნენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ამ ადგილს ოფუცხოლე ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდა. ეს სილამაზე, ბუნებრივია, სამეგრელოს მთავრებს – დადიანებს არ გამოჰპარვიათ; საბანაოდ და საქეიფოდ ისინი სწორედ იქ დადიოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც თურმე იქ ბანაობდა და ამიტომ დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ. სწორედ იქ აღმოჩნდა დინოზავრების ნაკვალევიც.

ინჩხური ისტორიული სოფელია მარტვილში. რაც ყველაზე აღსანიშნავია, წმინდანი, ჩვენი წამებული პატრიარქი, ამბროსი ხელაია ამ სოფლიდან გახლდათ. ამ სოფლიდან იყო ასევე X საუკუნეში მოღვაწე ჰიმნოგრაფი, იოანე მინჩხი (მინჩხელი). აქაა თამარის ნადარბაზევიც. ლეგენდაც არსებობს, რომ თამარ მეფე და შოთა რუსთაველი აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მდინარე ინჩხიას სანაპიროზე, თამარ მეფის ნადარბაზევთან ეპიგრაფიკული ძეგლია ნაპოვნი, წარწერით: “შოთასა”. ეს წარწერა პატარა ქვაზეა შესრულებული და ამჟამად ჩვენს მუზეუმში ინახება. ვფიქრობთ, რახან ასეთი ლეგენდა არსებობს, შოთა რუსთაველის სახელია ამოტვიფრული. მკვლევრების აზრით, ეპიგრაფიკა სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება. ამ სოფელშია, სავარაუდოდ, ზედა პალეოლითის ხანის ინჩხურის მღვიმე. მღვიმეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საკარე ბუდე შემორჩენილია, კლდეშია და შიგნით წყალია. მღვიმეში ადრინდელი ქრისტიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი, პატარა ეკლესიაა. სწორედ აქ იქნა ნანახი კულტურული ცხოვრების კვალი. ჩვენს მუზეუმში ინახება მდინარე ინჩხიას სანაპიროზე, გასული საუკუნის 60-იან წლებში ნაპოვნი, 17 მილიონი წლის წინანდელი ცხოველის, მეგაფაუნის წარმომადგენლის, მარტორქის ძვალი. ეს არის გიგანტური ცხოველის ყბის, მენჯის ძვლები და სხვადასხვა ფრაგმენტი. აქედან ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე უძველეს ხანაში, გიგანტური ცხოველები ცხოვრობდნენ.

ონიორეს ჩანჩქერი:  ეს ულამაზესი ჩანჩქერი სოფელ ბალდიდან 4 კილომეტრში, მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს. გადმოცემით, აქ ნივრის მოსაყვანი ადგილი ყოფილა. რამდენიმე მღვიმე სპელეოლოგებმა 60-იან წლებში შეისწავლეს. საყურადღებოა ჯორწყუს მღვიმეც. ზღვის დონიდან 670 მეტრზე, მღვიმე ვრცელი დარბაზით იწყება, სიგრძე 15 მეტრი, სიგანე – 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრია. ამ ადგილებში დაცულია ძველ ნაგებობათა ნაშთები. აქვეა წაჩხურას მღვიმეები.

ერთ-ერთს გვირაბის ფორმა აქვს, სიგანე ერთ მეტრამდეა. ტობას მღვიმე კი ბალდის ტერიტორიაზეა, იქ სპელეოლოგი არსენ ოქროჯანაშვილი 60-იან წლებში, კვლევების დროს გარდაიცვალა. ერთ-ერთ დარბაზს მისი სახელი დაერქვა. იქვეა ტობას 80-85 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერიც. ტობას მღვიმის მხოლოდ რამდენიმე დარბაზია შესწავლილი. ერთ-ერთ დარბაზს ნონა გაფრინდაშვილის სახელი დაარქვეს – მაშინ ნონას გამარჯვებების პერიოდი იყო. მღვიმეში 4 ტბაა. ამ ტერიტორიაზე სულ 12 მღვიმეა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, მარტვილში ჩამოსულ სტუმრებს ულამაზესი სანახაობა ელის.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 299 84 33; +995 790 99 05 50; +995 571 33 40 12

Facebook: http://www.facebook.com/TourOperatorTouristTour

E-mail:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  

http://www.touristtour.ge

Skype: touristtour.ge

 

Tour in Pshav-khevsureti
Duration : 2 days
Destination: Pshav-Khevsureti
Price: 110 Euro
Tour in Kazbegi
Duration : 1 day
Destination: Kazbegi
Price: 30 Euro
Tour in Svaneti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi - Zugdidi - Place
Price: 145 Euro
Tour in Tusheti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi, Kakheti, Tusheti
Price: 256 Euro