Georgian (ქართული)Russian (CIS)English (United Kingdom)

Tours
in Europe
England
Spain
France
Czech
In Turkey

The best prices!!
Alania
Antalia
Belek

 

საქართველოს დაცული ტერიტორიები

Thursday, 06 December 2012 09:08 administrator
Print PDF
დაცული ტერიტორიები
ალგეთის ეროვნული პარკი
აჯამეთის დაცული ტერიტორია
ბაწარა–ბაბანეურის დაცული ტერიტორია
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი
იჭვინთა–მიუსერის დაცული ტერიტორიები
არდაბნის დაცული ტერიტორია
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
თბილისის ეროვნული პარკი
უშეთის დაცული ტერიტორიები
მერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები
აცობურის დაცული ტერიტორია
ოლხეთის ეროვნული პარკი
ინტრიშის დაცული ტერიტორიები
აგოდეხის დაცული ტერიტორიები
ლიახვის დაცული ტერიტორია
არიამჯვარის დაცული ტერიტორია
ტირალას ეროვნული პარკი
იწის დაცული ტერიტორია
სხუ–გუმისთის დაცული ტერიტორიები
ობულეთის დაცული ტერიტორიები
აზბეგის ეროვნული პარკი
აჭუნას დაცული ტერიტორია
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
დ ა ც უ ლ ი    ტ ე რ ი ტ ო რ ი ე ბ ი

 

მცხეთა
ალგეთის ეროვნული პარკი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, თეთრიწყაროს რაიონში, ქ. თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000მ).
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.


არმაზი

აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 265 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხის და სვირის უბნებისგან. აღკვეთილის საერთო ფართობი 4848 ჰექტარია, რომლის 4738 ჰექტარი ტყითაა დაფარული. აღკვეთილის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი საშუალო სიგანე 3კმ, ყველაზე ფართო ადგილას 5 კმ-ია. აღკვეთილის ტერიტორია აგებულია მიოცენის, ოლიგოცენის და ეოცენის ასაკის ნალექებით. 


ბებრის

ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტეტიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები 3 დამოუკიდებელი ერთეულისაგან შედგება: ბაწარის (3042 ჰა) და ბაბანეურის (770 ჰა) ნაკრძალებისა და ილტოს აღკვეთილისგან (5273 ჰა) შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 170 კმ დაშორებით. 


სვეტიცხოველი

ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი 1966 წელს შეიქმნა და მიზნად ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას ისახავდა. ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთში მდებარეობს. თავად ნაკრძალის ცალკეული ნაწილები, როგორც რელიეფით, ასევე გეოლოგიური აღნაგობით და ნიადაგით ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც თავის მხრივ ნაკრძალის მცენარეულ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს. ნაკრძალის დასახელებიდანაც ჩანს, რომ იგი ორი ნაწილისაგან შედგება. ბიჭვინთის მონაკვეთი ქალაქ გაგრის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე მდებარეობს და მისი ფართობი 347 ჰექტარია. 


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია. 

ანტიოქია
გარდაბნის აღკვეთილი დაარსებულია 1996 წელს. მისი ფართობი 3 484 ჰექტარია. აღკვეთილი Aაზერბაიჯანის საზღვართან გარდაბნისა და მარნეულის რაიონების ტერიტორიაზე მდებარეობს და თბილისიდან 39 კილომეტრითაა დაშორებული. გარდაბნის აღკვეთილი ამ ტერიტორიაზე არსებულ ტყის კორომთა შენარჩუნების, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების და იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელთა დაცვის მიზნით შეიქმნა.   გარდაბნის აღკვეთილის ფლორის მთავარი სიმდიდრეა ჭალის ტყეები, რომლის მთავარი ხე-მცენარეებია: ხვალო, ოფი, წნორი, მთრთოლავი ტირიფი, ჭალის მუხა, თელა და პატარა თელადუმა. 

ჯვარი

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს: ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს: ,,არწივის ხეობას”, ,,ტახტითეფას ტალახის ვულკანებს”, ,,ჯუმას ყურეს ალაზნის ჭალებს“. დაცული ტერიტორია კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორისაა მოქცეული. ხეობა წარმოადგენს კირქვული წარმოშობის კლდეებში პატარა ხევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს. 


შიომღვიმე

თბილისის ეროვნული პარკი შექმნა საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1957 წელს. იგი თბილისიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული და ქალაქის გამწვანების ზოლში შედის. საგურამოს ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტყის შენარჩუნება და მის ბინადართა დაცვა, მათ შორის ისეთი იშვიათი სახეობების, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი. თბილისის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 24328 ჰა-ს. იგი საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ქალაქის მცხეთის და თბილისის სიახლოვეს მდებარეობს. 


ზედაზნის მონასტერი

თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰა-ია. თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტი), ხოლო მცენარეთა 11 სახეობა საქართველოს ენდემია. კავკასიონის ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვისა, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა. 


ზედაზნის მონასტერი

იმერეთის მღვიმეთა კომპლექსი ქ. ქუთაისიდან 10კმ-ში მდებარეობს. იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ფართობი დაახლოებით 354 ჰექტარია. თავად სათაფლია ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე გვხვდება კარსტული მღვიმეები. სათაფლიის ჰავა სუბტროპიკულია. ნალექების წლიური რაოდენობა 1900მმ-ს აღწევს. იანვრის საშუალო ტემპერატურა +40C, ხოლო აგვისტოს +250C. სათაფლიას ნაკრძალი ნოტიო სუბტროპიკულ სარტყელში მდებარეობს. 


ზედაზნის მონასტერი

კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის რაიონის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.


ზედაზნის მონასტერი

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. 


ზედაზნის მონასტერი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქარათველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით. კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. 


ზედაზნის მონასტერი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. 


ზედაზნის მონასტერი

ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ცხინვალის რაიონის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელში. ნაკრძალის მეტი წილი (6388 ჰექტარიდან - 5386 ჰა) ტყეებს უჭირავს. მისი მცირე ნაწილი კი ალპურ საძოვრებს, კლდეებსა და ნაშალებს. ისტორიულად ტერიტორია, სადაც ნაკრძალი მდებარეობს ხან შიდა ქართლად, ხან დვალეთად და ხანაც სამაჩაბლოდ მოიხსენიება. სამხრეთ ოსეთი ორი კლიმატური ზონის – სუბტროპიკულის და კონტინენტურის საზღვარზე მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიის ჰავას კონტინენტური უფრო ეთქმის. 


ზედაზნის მონასტერი

მარიამჯვარის ნაკრძალი თბილისიდან 60 კილომეტრში მდებარეობს ცივგომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს (1040 ჰა). ნაკრძალიდან, ისევე როგორც მთელი ცივ-გომბორის ქედიდან, გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოჩანს მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები და ყანები, უფრო შორს კი უნაყოფო და მხოლოდ საძოვრებად ვარგისი, მაგრამ ძალიან ლამაზი ივრის ზეგანი. ნიადაგები ძირითადად თიხნარების, მერგლების და ქვიშნარ-ორლოგოცენებისგან შედგება. 


ზედაზნის მონასტერი

მტირალას ეროვნული პარკი განლაგებულია ისტორიულ აჭარაში. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის ეგრეთ წოდებული „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით, რომლებშიც წარმოდგენილია სუბტუტე და კირტუტე ბაზალტების, ტრაქიანდეზიდების, ანდეზიტების, დელენიტების, ტუფიტების, მერგილების და არგილიტების მორიგეობა. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის ჩაქვისწყლისა და ყორაღისწლის წყალგასაყარზე მდებარეობს.


ზედაზნის მონასტერი

რიწის სახელმწიფო ნაკრძალი შექმნილია 1957 წელს. მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამჟამად საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქ გაგრიდან 60 კილომეტრის დაშორებით. ნაკრძალი მოთავსებულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 928 მეტრის სიმაღლეზე მდებარე რიწის ტბის გარშემო. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ნაკრძალს, რომლის საერთო ფართობი 13893 ჰექტარს შეადგენს, ალპური საძოვრები ესაზღვრება.


ზედაზნის მონასტერი

ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი აფხაზეთში მდებარეობს. ფსხუ-გუმისთის ნაკრძალის საერთო ფართობი 40 819 ჰექტარია და ის სამი დამოუკიდებელი უბნისგან – გუმისთის (13400 ჰა), ფსხუსა (27334 ჰა) და სკრუჩის (85 ჰა) ნაკრძალებისგან შედგება. ნაკრძალი აფხაზეთში არსებული ხელუხლებელი წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნებისა და ჭარბტენიანი ტყის მონაკვეთების დაცვის მიზნით შეიქმნა. მთლიანად ფსხუ-გუ მისთის ნაკრძალის სიმაღლე ზღვის დონიდან 300-დან 2840 მეტრამდე მერყეობს.


ზედაზნის მონასტერი

ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს (439 ჰა), რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს ისპანას ტორფის საბადოს. ღელიეფი ბრტყელია და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების შავი ღელესა და ტოგონის მიერ. 


ზედაზნის მონასტერი

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი ტერიტორიებისგან შედგება და მისი საერთო ფართობი 8707 ჰექტარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთლიანად მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, მდინარე თერგის აუზშია განლაგებული ყაზბეგის რაიონში (ხევში); მისი ტერიტორიის ქვედა ნიშნული ზ.დ-დან 1400 მ სიმაღლეზეა, ხოლო ზედა 3300-4100 მ ფარგლებშია მოქცეული. 


ზედაზნის მონასტერი

ჭაჭუნას აღკვეთილი წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნას სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული. ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნას აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის, მის აღმოსავლეთი დაძირვის მოლასურ ზონას მოიცავს მტკვრის მთათაშუა ღრმულის ფარგლებში და მოლასური ნალექებითაა წარმოდგენილი. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. 


ზედაზნის მონასტერი

ჯავახეთის ზეგანი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთით – აბულ-სამსარისა და ჯავახეთის, სამხრეთით კი ჰეკ-დაღის ქედები. ჯავახეთი საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული ვულკანური წარმოშობის მაღალმთიანი პლატოს ნაწილია.  ჯავახეთის ზეგნის სიმაღლე ზღვის დონიდან 1700-3300 მ-მდეა. ჯავახეთის ეკოსისტემა მთის სტეპებით, სუბალპური მაღალბალახეულობითა და ტბებით უნიკალურია კავკასიის რეგიონში და სწორედ ამიტომ მოხდა მისი შერჩევა პრიორიტეტულ საკონსერვაციო ტერიტორიად.


 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 299 84 33+995 790 99 05 50+995 571 33 40 12

Facebook: http://www.facebook.com/TourOperatorTouristTour

E-mail:   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it   

http://www.touristtour.ge

Skype: touristtour.ge

 

Last Updated on Thursday, 06 December 2012 13:48

Tour in Pshav-khevsureti
Duration : 2 days
Destination: Pshav-Khevsureti
Price: 110 Euro
Tour in Kazbegi
Duration : 1 day
Destination: Kazbegi
Price: 30 Euro
Tour in Svaneti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi - Zugdidi - Place
Price: 145 Euro
Tour in Tusheti
Duration : 3 days
Destination: Tbilisi, Kakheti, Tusheti
Price: 256 Euro